Home ბლოგი ქართველმა მოციგურავეებმა გრან-პრის პირველ ეტაპზე იასპარეზეს

ქართველმა მოციგურავეებმა გრან-პრის პირველ ეტაპზე იასპარეზეს

ტეხასში ფიგურულ ციგურაობაში გრან პრის სერიის პირველი ეტაპი Skate America გაიმართა, რომელშიც ქართველმა მოციგურავეებმა 3 კატეგორიაში მიიღეს მონაწილეობა.

ნიკა ეგაძემ (ერთეული კაცები), ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილები) და დიანა დევისმა/გლებ სმოლკინა (სპორტული ცეკვა) თავიანთ კატეგორიებში მეოთხე ადგილი დაიკავეს. ამასთან, საქართველოს ნაკრების ყველა წარმომადგენელი მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერთა სამეულში შედიოდა და მესამე ადგილს იკავებდა.

საქართველოს ნაკრების ყველა წევრმა ეტაპის გალა საღამოში მიიღო მონაწილეობა.

https://youtube.com/watch?v=W3Nm5ntqQu0%3Fsi%3DS4ZGgJHsCx9Do85T

ქართველი მოციგურავეების შემდეგი სტარტი 1-3 ნოემბერს, საფრანგეთის გრან პრიზე შედგება, სადაც მედლისთვის ანასტასია გუბანოვა იბრძოლებს.