ქალაქ დედოფლისწყაროში, სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოებს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ პაპიაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა – სავარჯიშო დარბაზი, ტატამი, საშხაპეები, გამოსაცვლელი სივრცეები და ცენტრალური გათბობა.
სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება.
ცნობისთვის- პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 1 375 041 ლარს შეადგენს.