ქალაქ გურჯაანში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, ამ დროისთვის ასფალტის საფარი იგება გურამიშვილის ქუჩაზე, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა მოინახულეს.
აღნიშნულ გზაზე მიწის ქვეშ მოექცა კომუნიკაციები – ელექტრო ენერგიისა და ინტერნეტის სადენები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო გარე განათება. პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყობა ტროტუარები.
გურამიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაობისთვის 1 მლნ 656 615 ლარი იხარჯება და სამუშაოებს “იმედი დიდუბე” ასრულებს.
ამ დროისთვის, ქალაქ გურჯაანში თამარ მეფის და რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.