ქალაქ გურჯაანში თაყაიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით გზის 536 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე და ტროტუარებზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება, განახლდება მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემები, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, გარე განათებისა და ინტერნეტის ქსელი მიწისქვეშ განთავსდება.
პროექტის ღირებულება 1 178 000 ლარს შეადგენს.