გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ გურჯაანში ზიარის ქუჩის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის მიხედვით 820 მეტრი სიგრძის გზაზე კეთდება ბეტონის გზა, ეწყობა გვერდული და სანიაღვრე არხი.
მიმდინარე სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
ცნობისთვის, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 413 000 ლარით ფინანსდება.