Home რეგიონი გურჯაანი ქალაქ გურჯაანში გურამიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

ქალაქ გურჯაანში გურამიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ გურჯაანში გურამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს.

პროექტი აღნიშნული ქუჩის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს, რომლის მიხედვითაც მიწის ქვეშ მოექცევა კომუნიკაციები – ელექტრო ენერგიის, ინტერნეტის სადენები, გარე განათება და ტროტუარები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

ამ ეტაპზე წყალმომარაგების ქსელის ამოცვლა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყება.

გურამიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაობს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს “იმედი დიდუბე” შეასრულებს, რისთვისაც 1 მლნ 656 615 ლარია გამოყოფილი.