Home რეგიონი გურჯაანი ქალაქ გურჯაანში გოძიაშვილის ქუჩის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ გურჯაანში გოძიაშვილის ქუჩის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ გურჯაანში გოძიაშვილის ქუჩის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტის მიხედვით სრულად რეაბილიტირდება 300 გრძ/მ სიგრძის გზა.

მიმდინარე სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი კუპრაშვილი გაეცნენ.

ცნობისთვის, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 198 689 ლარით ფინანსდება.