ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების დანერგვა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის უფროსის მოადგილემ ირმა გელანტია-ახვლედიანმა, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის ვალდებულებების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, საკრებულოს თავმჯმდომარე იოსებ ქარუმაშვილი და მერიის მაღალი და საშუალო მენეჯერული რგოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის თემას ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების დანერგვა, ,,ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ – ვალდებულებები მუნიციპალურ დონეზე და საკრებულოს მიერ შიდა აუდიტის ანგარიშების მოსმენა წარმოადგენდა.