Home დღის ამბები ეკონომიკა ფეროშენადნობების ექსპორტი წელს რეკორდულ ნიშნულზეა – სად იყიდება ქართული პროდუქცია

ფეროშენადნობების ექსპორტი წელს რეკორდულ ნიშნულზეა – სად იყიდება ქართული პროდუქცია

მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამ ნაწარმის ექსპორტმა იანვარ-აგვისტოში 354.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია და 2021 წლის მაჩვენებელს, 265.4 მილიონს, 33.4%-ით აღემატება.

წინა წელთან შედარებით 15.3%-ით უფრო ნაკლები, 165.7 ტონა ფეროშენადნობები გავიდა ექსპორტზე, თუმცა გაიზარდა ღირებულება, გაძვირდა პროდუქტი, რაც, თავის მხრივ, ექსპორტიდან შემოსავლის მაჩვენებელზეც აისახა.

ტოპ-10 საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალი შემდეგნაირია:

აშშ – 170.99 მლნ;

რუსეთი – 93.16 მლნ;

თურქეთი – 20.86 მლნ;

იტალია – 7.42 მლნ;

უკრაინა – 5 მლნ;

აზერბაიჯანი – 4.42 მლნ;

საფრანგეთი – 3.12 მლნ;

ესპანეთი – 2.94 მლნ;

გაერთიანებული სამეფო – 1.56 მლნ;

იორდანია – 1.14 მლნ.

ცნობისთვის, ფეროშენადნობები საქართველოსთვის ერთ-ერთ წამყვან საექსპორტო საქონელს წარმოადგენს და 2021 წლის მონაცემებით, სპილენძის მადნების შემდეგ ქვეყნის მთლიან ექსპორტში 11.3%-იანი წილით მეორე ადგილს იკავებდა.