Home დღის ამბები ეკონომიკა უცხოური საბანკო ბარათებით საქართველოში წელს 1,7 მლრდ ლარი დახარჯეს

უცხოური საბანკო ბარათებით საქართველოში წელს 1,7 მლრდ ლარი დახარჯეს

2022 წლის 6 თვეში უცხოური საბანკო ბარათებით საქართველოში 1,713 მლრდ ლარი დახარჯეს – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში. ეს კი თითქმის 2,5-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2021 წლის 6 თვეში უცხოური ბანკების ბარათებით ქვეყანაში სულ 734,2 მლნ ლარი დაიხარჯა.

ამასთან, 2022 წლის ივნისში საქართველოში არსებულ ბანკომატებსა და პოს-ტერმინალებში უცხოური ბარათებით 2 129 344 ოპერაცია განხორციელდა, რაც დღეში საშუალოდ, 71 გადახდას, თანხობრივად კი დაახლოებით, 9,7 მლნ ლარს შეადგენს.

თვეების მიხედვით, უცხოური საბანკო ბარათების მომსახურება ასე ნაწილდება:

იანვარი – 257,330 მლნ ლარი;

თებერვალი – 313,865 მლნ ლარი;

მარტი – 310, 876 მლნ ლარი;

აპრილი – 230,526 მლნ ლარი;

მაისი – 309,782 მლნ ლარი;

ივნისი – 291,209 მლნ ლარი.

აღსანიშნავია, რომ ივნისში, როგორც სხვა თვეებში, უცხოური ბარათებით ყველაზე მეტი თანხა პოსტ-ტერმინალების გამოყენებით დახარჯეს, სულ 163,676 მლნ ლარი, ბანკომატებიდან კი 127,535 მლნ ლარი გაანაღდეს.