” უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ” კანონპროექტის მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე 14 მაისს გაიმართება – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
„ხვალ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იქნება მესამე მოსმენით განხილვა, რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე განხილვას, სამშაბათს იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია ამ კანონპროექტზე ცნობილია. სამწუხაროა, რომ ამდენი კვირის განმავლობაში უცხოელმა აქტორებმა ნაცვლად რეკომენდაციებისა, ამჯობინეს დეზინფორმაციული კამპანიის წახალისება საქართველოში, რაც 9 რეკომენდაციიდან პირველს ეწინააღმდეგება. უცხოელმა აქტორებმა პირველივე ტესტი ვერ ჩააბარეს. დეზინფორმაციული კაპანია წამოიწყეს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, კანონს პარლამენტი ხვალ, 13 მაისს იურიდიულ კომიტეტზე განიხილავს.