ანგელი ტოხოსაშვილის ცხოვრება მას მერე დამძმიდა რაც ცნობილი ლაფანყურის მოვლენების გამო, მას სოფელი დაუპირისპირდნენ.
2013 წლის მერე კი ის ახმეტის რაიონიდან გაქრა და მისი კვალი არავის აღარ უნახავს. უცნაურად გამქარლი ყოფილი საჯარო მოხელის ისტორია .
2011 წელს ანგელი ტოხოსაშვილმა მუშაობა დაიწყო ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურში რიგიტ სპეციალისტად. ის ეროვნებით ქისტია და სამსახურში პანკისი ხეობაში არსებულ კულტურულ საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებებს კურირებდა.
საჯარო უწყებაში დასაქმებამდე, იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახმეტის ორგანიზაციის ახალგაზრდული ჯგუფის ხელმძღვანელიც. პარტიაში ძირითადად ახალგაზრდებს უწევდა ორგანიზებას სხვა და სხვა საგანმანათლებლო ბანაკებში გასამგზავრებლად.
ასევე იყო მასპინძელი ახალგაზრდული ღონისძიებებში მაშინდელი საქარტველოს პრეზიდენტის ვიზიტებისას ახმეტის მუნიციპალიტეტში.
2012 წელის ლაფანყურის მოვლენებმა მასზე და მის ოჯახზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.
2012 წელს ლაფანყურში ცნობილი სპეცოპერაციის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაცვლილთა სურათები გაავრცელა და თქვა, რომ დაღესტნელ მებრძოლთა რაზმი წარმატებით გავანადგურეთო. მსხვერპლი იყო სამთავრობო ნაწილებშიც – დაიღუპა სამი ქართველი სამხედრო: ჩოხელი, ხვედელიძე და წიკლაური. ხელისუფლება ორი დღე უმალავდა მოსახლეობას, რომ ლოპოტის ხეობაში დახოცილთა შორის საქართველოს მოქალაქე ქისტებიც იყვნენ. როდესაც ეს მედიისთვის გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხედრების გადაცემაზე ჭირისუფლებს უარი უთხრა, მეტიც, პანკისის ხეობაში პანაშვიდებიც კი აკრძალეს, ბოლოს, გარდაცვლილები ოჯახებს ჩუმად, მუსლიმანური წესის შეუსრულებლად დაამარხვინეს.
სწორედ ამ პერიოდის მერე დაიძაბა ანგელი ტოხოსაშვილსა და ადგიოლობრი ქისტებთან ურთიერთობები. მეზობლებები ნათესავები და თანასოფლელები, დასაწყისში იგნორს უკეთებდნენ და ხშირად უწერდნენ საცხოვრებლ კარებზე შენ მკვლელების მეგობარი ხარ.
მოგვიანებით უკვე მას დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი უჭირდა და ცდილობდა რომ ხეობაში და საკუთარ სახლში აღარ მისულიყო სამსახურის შემდეგ, და ამიტომ დროებით საცხოვრებლად ახმეტაში გადავიდა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი ხელისუფლება შეიცვალა. და 2013 წელს ანგელ სამსახურიდან გაანთავისუფლეს. უსამსახუროდ დარჩენილი მოხელე სოფელში საკუთარ სახლში დაბრუნდა და ასე დაიწყო მეორე ჯოჯოხეთი.
თანასოფლელელბი ყოველ დღე აძახებდნენ რომ ის მიშისტი იყო და მისი ადგილი იმ ხეობაში არ იყო. ეუბნებოდნენ რომ ისიც დამნასავე იყო ქისეტბის დაღუპვაში რადგან ვინც იმათ ემსახურებოდა ვინც ქისტები დახოცა, მათ ტრადიციული სამართლით მათ პარტიის წევრისგანაც კი სისხლი უნდა აეღოთ.
ამას დაემატა უკვე ახალი ხელისუფლების ზეწოლაც, დაიწყო მისი როგორც პოლიციაში ასევე პროკურატურაში დაბარებებიც. როგორც მისი ოჯახის წევრები ჰყვებიან ანგელის სთხოვდნენ რომ ცრუ ჩვენებები მიეცა ახმეტის ყოფილ გამგებელზე და სხვა და სხვა თანამდებობის პირებზე. მათ შორის შინაგან საქმეტა მინისტრის მოადგილე ლორთქიფანიძეზეც. რომელიც წარმოშობიტ ახმეტელი იყო. რაზეც ანგელი უარს აცხადებდა. და ამბობდა რომ მას საერთოდ არ იცნობდა.
მოგვიანებით ყოფილი საჯარო მოხელე გაქრა. თავდაპირველად ხმა გავრცელდა რომ ის დაიჭირეს, შემდეგ კი ამბობდნენ რომ ქვეყანა დატოვა. პირველ ეტაპზე ცნობილი ისიც კი არ იყო ცოცხალი იყო თუ არა ის.
როგორც ჩანს არსებულმა სისტემამ ახალგაზრდა კაცი იძულებული გახადა უმისამართოთ წასულიყო ტავისი ქვეყნიდან. დღეს მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ოჯახი და მასზე არავისთან არ საუბრობს .