გურჯაანში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. მოსახლოებას საშუალება ჰქონდა ჩაეტარებინა მუცლის ღრუს და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა, კარდიოლოგიური გამოკვლევა და სისხლში შაქრის შემცველობის განსაზღვრის ანალიზი.
სამედიცინო აქცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ორგანიზაცია “საქართველოს წითელი ჯვარი” – ის ორგანიზებით ჩატარდა.