გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედ „ქალთა ოთახში“ ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტიდან მოწვეულმა ექიმმა-ნევროლოგებმა 3-6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უფასო კონსულტაციები ჩაატარეს.
კონსულტაციები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მომსახურების სამსახურის და მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს ოგანიზებით, პროექტის „ბავშვთა ნევროლოგიური მომსახურების უახლესი მეთოდოლოგიების დანერგვა და მათი ფუნქციონირების ხელშეწყობა“ და „3 დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა და მშობელთა მომსახურების დანერგვა“ ფარგლებში გაიმართა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი პროექტის მენეჯერს და მოწვეულ სპეცილისეტებს შეხვდა და პროექტის მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც მუნიციპალიტეტში მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ექიმი- ნევროლოგები უფასო კონსულტაციებს მუნიციპალიტეტის სოფლებშიც ჩაატარებენ.
პროექტს გურჯაანში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია – „ქალები რეგიონიდან საზოგადოების განვითარებისთვის“ და „საქართველოს ქრონიკულ ნევროლოგიურ დაავადებათა სამედიცინო აუდიტი“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის, ააიპ გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების და მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მხარდაჭერით ახორციელებს.