Home რეგიონი ახმეტა უნიკალური ენა – წოვათუშური გაქრობის პირასაა

უნიკალური ენა – წოვათუშური გაქრობის პირასაა

წოვათუშები – შემოკლებით წოვები, ანუ ბაცბები  საქართველოს უძველესი კულტურის ნაწილი არიან. წოვათუშური, რომელზეც საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი საუბრობს, ნელ-ნელა იკარგება. იუნესკომ მას სერიოზულ საფრთხეში მყოფი ენის სტატუსი მიანიჭა. ზემო ალვანში არსებული სათემო ცენტრში ცდილობენ ენის გადარჩენაზე იზრუნონ. 

ქართული ეროვნული ცნობიერების მქონე სუბეთნოსი, დაახლოებით 3 ათასი კაცი ამჟამად თუშეთის ტერიტორიის ირგვლივ არიან დასახლებული. წოვათუშები ისტორიულად სახლობდნენ თუშეთის ტერიტორიაზე. მოგვიანებით მოხდა მათი ბარში, ალვანში ჩამოსახლება.

საინტერესოა, რომ წოვათუშები ბილინგვები არიან და საუბრობენ როგორც ქართულად, ასევე ნახური ქვეჯგუფის წოვათუშურ (ბაცბურ) ენაზე.

ეს ენა სამწუხაროდ, გაქრობის საფრთხის ქვეშაა. წოვათუშური ენის გადასარჩენად ბოლო რამდენიმე წელია რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.  ევროკავშირისა და სხვა მეგობარი ქვეყნების მხრადაჭერით წოვათუშური ენის შესწავლისათვის ალვანში ენის კურსები და წოვათუშური კულტურის კვლევის შესაძლებლობა გაჩნდა. ამ მიმართულებით წოვათუშური კულტურის ცენტრი აქტიურ საქმიანობას ამჟამადაც აგრძელებს.  თუმცა სამწუხაროდ,  ამ ენის შესწავლას ნაკლები ყურადღება ექცევა. „კახეთის ხმის“ ვიდეო მასალა გიამბობთ, თუ რა საქმიანობას ახორციელებს ცენტრი ამჟამად.