Home დღის ამბები უკვე იმის მეშინია აქ ვინც მყავს შვილები მათ არ დაუშაონ რამე-ნათელა ბორჩაშვილი

უკვე იმის მეშინია აქ ვინც მყავს შვილები მათ არ დაუშაონ რამე-ნათელა ბორჩაშვილი

სამაშვლო სამსახურმა რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სოფელ წინუბანში ნათელა ბორჩაშვილი კუთვნილი თავლასა და საქონლის ბაგაში ცეცხლის ლიკვიდირება მოახერხა. ამ დროისათვის ცნობილია რომ ბორჩაშვილს რამდენიმე სული პირუტყვი დაეწვა.

როგორც სამართალდამცველები ამბობენ მუშაობენ აღნიშნული ფაქტის გამოსაძიებლად თავად დაზარალებული კი ამტკიცებს რომ ეს მასა და მისი ოჯახის მიმართ გამოხატული შურისძიება იყო.

ჩვენმა ჟურნალისტმა შეძლო დაზარალებულთან გასაუბრება

-რას უკავშირებთ მომხდარ ფაქტს!
-ესენი უბრალოდ მსჯიან. ანუ არ მაპატიეს რომ მე ლევან დუიშვილის დედა ვარ. იმ ლევანის რომელიც ამ ხეობის უფლებებს იცავდა ყველგან და  ყველასთან …
– ქალბატონო ნათელა ახლა სად არის თქვენი შვილი?
– მან რამდენიმე წელია დატოვა ქვეყანა და წავიდა. წინა კვირას ჩემი მეორე შვილი ამირანი  ნახეს დუისის მეჩეთთან და უთხრეს რომ გავიგეთ ლევანი აპირებს ხეობაში დაბრუნებას და გადაეცი რომ აქ მისი ადგილი არ არისო…
-მიზეზი რა არის ?
-თქვენც ხომ ყველა კარგად იცნობთ ჩემს შვილს? ის აქტიური მოქალაქე იყო, ებრძოდა უსამართლობას, ჩაგვრას, და იცავდა ადამიანის უფლებებს… ცდილობდა რომ უსამართლობისგან თავი შორს დაეჭირა, მაგრამ არ გამოსდიოდა… ხან თავისი კლასელი გოგონების უფლებებს იცავდა, ხან ადგილობრივ მთავრობას უპირისპირდებოდა, ხეობის მაცხოვრებლებს ნუ ჩაგრავთო, ებრძოდა ამ ქვეყნაში არსებულ კორუფციას.  ხან კიდე ხელისუფლებას აკრიტიკებდა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობისთვის… ვერ იტანდა რუსეთს და აი საქართველოს სიყვარულმა კი მიიყვანა იმ ზომამდე რომ საქართველოდან გაიქცა …
– სად არის ახლა ?
-აბა მე რა ვიცი შვილო… აბა მე მაგას ვინ მომიყვება სად არის ახლა ის… ღმერთს მადლობას ვუხდი რომ სადაც არის ცოცხალია, თორემ ის რომ აქ იყოს აქამდე მომიკლავდნენ და შავებს ჩამაცმევდნენ როგორც სხვა ბევრ დედას ჩააცვეს შავები.
-თქვენს შვილს მეჩეთთან ვინ დაემუქრა ?
-ეს მას ჰკითხეთ და თავად გეტყვით.
-რას გეგმავთ ახლა ?
-ხვალვე ვაპირებ სახალხო დამცველთან მისვლას მაინტერესებს რას მეტყვის რას მირჩევს რა გზას დავადგე … მე უკვე იმის მეშინია აქ ვინც მყავს შვილები მათ არ დაუშავონ რამე…