2022 წლის 7 თვეში ბიუჯეტში უბილეთო მგზავრებისგან ჯარიმის სახით 927 654 ლარი შევიდა, ეს კი თითქმის 6-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, 2021 წლის იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობის გამო დაჯარიმებული პირებისგან ბიუჯეტში 166 030 ლარის აკუმულირება მოხდა.
ცნობისათის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი – 40 ლარი.