თელავში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიწვა, ერთს კი 60%-ი დამწვრობა აღენიშნება, რომელიც მკურნალობის კურსს ამ დრომდე კრლინიკაში გადის. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კოტეჯში სულ 4 ადამიანი იმყოფებოდა , რომლებიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. გაჩენილი ხანძრიდან ერთ- ერთმა მხოლოდ ერთი კაცის გამოყვანა შეძლო, ორი კი ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილები სხვა რეგიონიდან იყვნენ და თელავში ერთ- ერთ ობიექტზე მუშებად მუშაობდნენ.