საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სექტორის 200 წარმომადგენლისათვის სასწავლო კურსი “სოცმედიის როლი ტურიზმში” გამართა.
2 დღიანი კურსი თბილისში, რუსთავში, თელავში, ბორჯომში, გორში, ქუთაისსა და ამბროლაურში მოეწყო. ტრენინგებში გიდები, ტუროპერატორები და განთავსების ობიექტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სასწავლო კურსი “სოცმედიის როლი ტურიზმში” შემდეგ თემატიკას მოიცავდა: სოციალური მედიის მნიშვნელობა, სოციალური მედიის ტერმინების მიმოხილვა და პლატფორმების გაცნობა/სტატისტიკა, საკომუნიკაციო ენის შერჩევა, სამიზნე აუდიტორიის ცოდნის მნიშვნელობა, სარეკლამო კამპანია, ბიზნეს გვერდის შექმნა, მართვა და ა.შ.
თეორიულ სწავლებასთან ერთად ტრენინგების მონაწილეებმა პრაქტიკული დავალებები შეასრულეს. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სერტიფიკატები გადაეცათ.
ცნობისთვის- მოკლევადიან სასწავლო კურსებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, სრულიად უსასყიდლოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს.