Home დღის ამბები სამართალი ტრაგედია კარდენახში – მდინარე ალაზანში შუა ხნის მამაკაცი დაიხრჩო

ტრაგედია კარდენახში – მდინარე ალაზანში შუა ხნის მამაკაცი დაიხრჩო

ტრაგედია კარდენახში – მდინარე ალაზანში შუა ხნის მამაკაცი დაიხრჩო

დღეს საღამოს კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ტრაგიკულად დასრულდა მდინარეზე გასული ადგილობრივის ბანაობა — ალაზანში შუა ხნის მამაკაცი დაიხრჩო.

გარდაცვლილი, იოსებ ჯაგაშვილი, იმავე სოფლის მცხოვრებია. არსებული ინფორმაციით, ის ოჯახთან და ახლობლებთან ერთად სუფრაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც მდინარეში საბანაოდ შევიდა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი სავარაუდოდ დინებამ გაიტაცა. მის გადარჩენას ცდილობდნენ მასთან ერთად მყოფი პირებიც, თუმცა უშედეგოდ.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ პოლიცია და სამაშველო სამსახური, თუმცა მაშველებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

ცხედარი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.