2022 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 პროცენტით ანუ 213.3 ლარით გაიზარდა და 1 541.3 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ინფორმაციით, დაბალი ხელფასი 2022 წლის 1-ლი კვარტალის მონაცემებით ფიქსირდება შემდეგ ტოპ-5 დარგში:
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 925.8 ლარი;
განათლება – 931.1 ლარი;
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 1 044.3 ლარი;
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 1 044.8 ლარი;
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 1 157.4 ლარი.