თქვენ ხომ ხართ კომფორტში, თქვენი ოჯახის წევრები ხომ დაპურებულები არიან, თქვენს გარემოცვას საშვები(“ნარუშილოვკები”) ხომ აქვთ, ,,ქართული ოცნების” აქტივისტები ხომ დაგრიალებენ მანქანებით ?!
ტირის ხალხი, ხალხი შიმშილობს უკვე, არ წყდება ზარები, ბავშვებს პურს ვეღარ აჭმევენ, მოხუცები დღეში ერთხელ ჭამენ საჭმელს, ისიც თუ აქვთ რამე!!!!
ეს ყველაფერი კეთდება, ივანიშვილის და მისი პოლიტიკური გუნდის გადასარჩენად!
ექიმების კალთას ამოფარებული მავნებლები ხართ !!!
პასუხს აუცილებლად მიიღებთ!
-ასე გამოეხმაურა ერთიანი ნციონალური მოძრაობის პოლიტ საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი დღეს მთავრობის გადაწყვეტილებას.