Home დღის ამბები საზოგადოება “ტემპერატურა 23 გრადუსამდე მოიმატებს” – როდიდან დათბება საქართველოში?

“ტემპერატურა 23 გრადუსამდე მოიმატებს” – როდიდან დათბება საქართველოში?

გარემოს ერვონული სააგენტოს ცნობით, 27-28 თებერვალს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

პირველ მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 6 მარტამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 4-6 გრადუსით დაიკლებს.

რაც შეეხება დედაქალაქს – თბილისში 27-28 თებერვალს და 1 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 2 მარტიდან კი ხანმოკლე წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლი 2 მარტიდან 4-6 გრადუსით დაიკლებს.