საფეხბურთო კლუბ “თელავის” ხელმძღვანელობამ, მთავარი მწვრთნელი ოლეგ ვასილენკო და მისი თანაშემწეები, კონსტანტინ სინეოკოვი და სერგეი ომელიანჩუკი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
სკ “თელავის” პრესსამსახურის ინფორმაციით- გუნდის ახალი, მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
” ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ გორის “დილასთან” 0:1 მარცხის შემდეგ საფეხბურთო კლუბ “თელავის” ხელმძღვანელობამ, მთავარი მწვრთნელი ოლეგ ვასილენკო და მისი თანაშემწეები, კონსტანტინ სინეოკოვი და სერგეი ომელიანჩუკი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა – შესაბამისად, მათ კლუბი უკვე დატოვეს.
გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას უახლოეს პერიოდში შეგატყობინებთ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.