Home დღის ამბები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თელავის აგრარული ბაზრის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თელავის აგრარული ბაზრის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თელავის აგრარული ბაზრის ადმინიატრაცია 3 ათასი ლარით დააჯარიმა.ამის მიზეზი ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეების მიერ დადგენილი წესების და რეკომენდაციების მასიური დარღვევა სახელდება, რის გამოც სააგენტომ ბაზრის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.

“რანდენიმე მოვაჭრეს პირბადე ნახევრად ეკეთა, ერთ მოვაჭრეს ხელთათმანი დაავიწყდა გაეკეთებინა, ამიტომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 3 ათასლარიანი ჯარიმა დაგვიწერა“, აცხადებენ თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციაში. სამკვირიანი პაუზის შემდეგ დღეს დილიდან თელავის აგრარული ბაზარი მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში გაიხსნა.