Home დღის ამბები სტიქია იყო საგარეჯოში

სტიქია იყო საგარეჯოში

ძლიერმა სტიქიამ, ჭარბმა ნალექმა, სეტყვამ და ქარიშხალმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დააზარალა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში: სოფელ დიდ და პატარა ჩაილურში, მანავში, ყანდაურასა და ბადიაურში დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთები, სავარგულები და ვენახები.

უწყების ინფორმაციით, დაზიანდა შიდა საუბნო გზები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის დავალებით, ინფრასტრუქტურის სამსახურის შესაბამისი ჯგუფის მიერ მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა.