Home დღის ამბები სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

თელავის მუნიციპალიტეტში, გუშინ მოსულმა ძლიერმა სეტყვამ, სოფლები- ვარდისუბანი, რუისპირი და იყალთო დააზარალა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სტიქიამ, რომელიც 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ძირითადად- ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები, ხეხილის ბაღები და ვენახები დააზიანა.

,,სეტყვა და ძლიერი წვიმა, რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ასეთი სეტყვა მე არ მახსოვს. დიდები იყო ძალიან. ხეებს ფოთოლი სულ გააცალა, იყალთოში კიდევ ვენახები დააზიანა”,- განაცხადეს ადგილობრივებმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, სტიქიისგან მიყენებული ზარალის აღწერა მიმდინარეობს.