სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი დააზარალა.
დასეტყვილია სოფელი ახაშენი და მასთან ახლოს მდებარე სოფლები. ქალაქ გურჯაანში დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
ადიდებული გურჯაანის ხევი, ქალაქის ქუჩებში მიედინება. მდინარემ წაიღო ავტომობილები.