Home რეგიონი ლაგოდეხი სოფლის საერთო კრება ვარდისუბნის თემში შემავალ ოთხ სოფელში ჩატარდა

სოფლის საერთო კრება ვარდისუბნის თემში შემავალ ოთხ სოფელში ჩატარდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი- ვარდისუბნის თემში შემავალ, ოთხ სოფელში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობას შეხვდა.

ჯონდო მდივნიშვილმა, ადგილობრივებს აცნობა, მათ თემში განსახორციელებელი პროექტებისათვის, თუ რა ფინანსური რესურსია გამოყოფილი, მისივე თქმით, თუ სოფლის საჭიროება, კონკრეტულ თანხებს არ შეესაბამება, მერია, წელსაც მოახდენს პროექტების თანადაფინანსებას.

„როცა მოსახლეობა თავად ირჩევს, რა არის პრიორიტეტული და თავად განკარგავს კუთვნილ თანხას, გვაქვს მოტივაცია დაგეგმილი პროექტები ვადებში და ეფექტურად სრული ღიაობით და გამჭვირვალობით წარიმართოს”,-აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა.

შეხვედრებზე, შემდეგი პრიორიტეტული საკითხები გამოიკვეთა- სოფელ ვარდისუბნისა და სვიდების ერთობლივი გადაწყვეტილებით- სკვერი და დახურული ტენისის მაგიდა მოეწყობა, ტენისის მაგიდა გაკეთდება, ასევე, სოფელ მშვიდობიანში, ხოლო სოფელ საქობოში, არსებული სტადიონი კეთილმოეწყობა.

წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ვარდისუბნის თემის სოფლებისათვის, 64 000 ლარია გამოყოფილი.