სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში: თხილისწყაროში, შოროხში, საცხენესა და თივში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში სასმელი წყლის სისტემის, სარწყავი სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია, საფეხმავლო ხიდთან მისასვლელი გზის მოხრეშვა და სკვერის მოწყობა განხორციელდება.
ხვალ, 18 თებერვალს მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრები გაიმართება:
12:00 ჩანტლისყურე
13:30 ზინობიანი
14:30 წიწკანაანთსერი
15:30 კუჭატანი