„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები, გიორგეთის თემში შემავალ სოფლებში გაიმართა.
სოფელ გიორგეთის მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით, წელს, პროგრამით გამოყოფილი თანხით, სასაფლაოს შემოღობვა დაიგეგმა, სოფელ ვერხვისმინდორში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა, სოფელ ფიჩხიბოგირში გზა მოიხრეშება, სოფელ ლაფნიანში მოსაცდელი გაკეთდება, სოფელ გუჯარეთში კი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე ნარგავები დაირგვება.
წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გიორგეთის თემის სოფლებისათვის, 56 000 ლარია გამოყოფილი.