დღეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ენისლის, საბუისა და გრემის მოსახლეობასთან. შეხვედრებზე შემდეგი პრიორიტეტები გამოიკვეთა:
სოფელი ენისელი – მინი სპორტული მოედნის მშენებლობის დასრულება და სპორტული ინვენტარის შეძენა-მონტაჟი.
სოფელი საბუე – სანიაღვრე არხების მოწყობა და სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია.
სოფელი გრემი – სასაფლაოსა და არსებული სტადიონის შემოღობვა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.