სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში- თხილისწყაროს, შოროხის, საცხენისა და თივის მოსახლეობასთან გაიმართა.
შეხვედრებზე შემდეგი პრიორიტეტები გამოიკვეთა:
სოფელი თხილისწყარო – სანიაღვრე არხების მოწყობის დასრულება და გზის მოხრეშვა;
სოფელი შოროხი – სანიაღვრე არხების მოწყობის გაგრძელება და გზის მოხრეშვა;
სოფელი საცხენე – სანიაღვრე არხის მოწყობა და სოფელში შესასვლელი გზის მოხრეშვა;
სოფელი თივი – სანიაღვრე არხის მოწყობა და სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.