“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გურგენიანში, ახალი სკვერი მოეწყობა, სოფელ ზემო გურგენიანის, ხიზის, ხიზაბავრის, განათლებისა და ზემო გურგენიანის მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით კი, მიმდინარე რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები დასრულდება, ხოლო სოფელ გელათში, მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით, ღია ფიტნეს ტრენაჟორები დამონტაჟდება.
ცნობისთვის- წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ნინიგორის თემის სოფლებისათვის, 88 000 ლარია გამოყოფილი.