სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კახეთის რეგიონში 286 დასახლებაში გაიმართება შეხვედრა. პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების დაფინანსების მიზნით, ჯამში 4 234 000 ლარია გამოყოფილი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საერთო კრებაზე, პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებად, ხმათა უმრავლესობით სოფელში არსებული სკვერში და ცენტრალურ ქუჩაზე გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა დაასახელეს.
კახეთის მასშტაბით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული შეხვედრები 23 იანვარს დაიწყო და 16 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.