ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
პირველი შეხვედრა, ლელიანის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა, სადაც ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, მოსახლეობას შეხვდა, და პრიორიტეტული საკითხები განისაზღვრა.
ლელიანის თემში, სოფელ ლელიანში, ბალთასა და ბებურიანში ერთობლივი პროექტი – სავარგულებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიგეგმა, სოფელ ნამესრალში მინი სტადიონის მოწყობის პირველი ეტაპი, სოფელ ქალქვაში საბავშვო სკვერის მოწყობა, სოფელ მირსკისეულში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, მეორე ლელიანში კი ტაძრის მიმდებარედ, სასმელი წყლის ჭის მოწყობასთან ერთად, მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.