საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” განსახორციელებლად, ქვეყნის მასშტაბით 40 610 000 ლარი განისაზღვრა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 1 თებერვლიდან დაიწყება და 21 სოფელში, ეტაპობრივად ჩატარდება.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში- ადგილობრივების გადაწყვეტილებით, ისეთი პროექტები განხორციელდება, როგორებიცაა- სასმელი წყლის და სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები,
ნაპირსამაგრი სამუშაოები,
გზები და გზისპირა მოსაცდელები, აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა, ასევე- სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა,
სკოლამდელი დაწესებულებები, სარეკრეაციო სივრცეები და სხვა.
ცნობისთვის, 2024 წელს ყვარლის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის 326 000 ლარი გამოიყო.