კახეთის გუბერნბატორი ირაკლი ქადაგიშვილი მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, რომ სოფლის ექიმებთან მუმდივ კონტაქტზე იყვნენ, რათა კორონავიურისის გამოვლენა და პრევენციური ღონისძიებების გატარება დროულად მოხდეს. რეგიონის პირველი პირის განცხადებით, კახეთში დიდი ყურადღება ეთმობა სწორედ ოჯახის ექიმებს, ე.წ ცხელების ცენტრებს და ამბულატორიებს, რომ მათი მუშაობა და შესაბამისი აღჭურვილობა მაქსიმაურად გამართული იყოს.
„ამ ეტაპზე კახეთში სიტუაცია კონტროლიბადია. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თერმოსკინინგი იყოს ყოვლისმომცველი და ამით გარკვეული სახის პრევენცია მოვახდინოთ. რა თქმა უნდა, ეს არ არის პანაცია, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი ფილტრი, რათა პრევენცია მოხდეს ამ ვირუსის გავრცელების გზაზე. ჩვენ განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვუთმობთ სოფლის ექიმების , ამბულატორიების, საავადმყოფოების , მათ შორის ცხელების ცენტრების აღჭურვილობილებას და მათ გამართულობას. სოფლის ექიმი პირველ ხაზზეა, ამიტომ მისი გამართული ფუნქციონირება მოსახლეობის მიმართვიანობა მათთან და სწორი მიმართულების მიცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოვუწოდებ მოსახლეობას, როდესაც უნდა სოფლის ექიმთან მიმართვა წინასწარ შეატყობინონ დისტანციურად , რათა მან ნაკადის მართვა მოახერხოს და სწორი კონსულტაცია გაუწიოს თითოეულ მოქალაქეს,-‘’ განმარტავს კახეთის გუბერნატორი.