Home რეგიონი გურჯაანი სოფელ ძირკოკის ღია საჭიდაო არენამ ქართულ ჭიდაობაში ტრადიციულ გრანდიოზულ ტურნირს წელსაც უმასპინძლა.

სოფელ ძირკოკის ღია საჭიდაო არენამ ქართულ ჭიდაობაში ტრადიციულ გრანდიოზულ ტურნირს წელსაც უმასპინძლა.

სოფელ ძირკოკის ღია საჭიდაო არენამ ქართულ ჭიდაობაში ტრადიციულ გრანდიოზულ ტურნირს წელსაც უმასპინძლა.ასპარეზობა 5 წონით კატეგორიაში გაიმართა, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებიც, შესაბამისი ხარისხის მედლებით, სიგელებითა და საპრიზო თანხით დაჯილდოვდნენ.
ტურნირის ფალავანის ტიტული და ტრადიციული, მთავარი პრიზი “ჭედილა” გურჯაანელმა გიორგი კახაბერმა მოიპოვა.
წარმატებით იასპარეზეს სხვა გურჯაანელმა მოჭიდავეებმაც. 60 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა გიგი კეკვიაშვილმა მოიპოვა, 66 კგ წონით კატეგორიაში კი გურჯაანელი ალექსანდრე ფოცხვერაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ძირკოკის გრანდიოზულ ტურნირს, ქართული ჭიდაობის უამრავ ქომაგთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი – გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და ქართული ჭიდაობის კახეთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა ტატიშვილი, ცნობილი მოჭიდავეები და ფალავენები ესწრებოდნენ.
ძირკოკის ტრადიციული გრანდიოზული ტურნირი ქართულ ჭიდაობაში ა(ა)იპ “გურჯაანის სპორტული გაერთიანების” ორგანიზებით გაიმართა.