სოფელ შრომაში ახალგაზრდებისთვის დასასვენებელი სკვერი კეთდება. მიმდინარე სამუშაოებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი ადგილზე გაეცნო.
რეკრეაციული სივრცე, ფილებით მოპირკეთდება, კეთილმოეწყობა საბავშვო ატრაქციონები და დეკორატიული სანათებით განათდება.
პროექტი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და ის, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ღირებულება ჯამში, 63 000 ლარს შეადგენს.