ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 45 წლის კაცი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც მეზობლენი ამბობებ, ის მარტო ცხოვრობდა და ცხედარს მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც სპეციფიკური სუნი იგრძნეს.
არსებული ინფორმაციით, ცხედარს დაზიანების და ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, ცხედარი გურჯაანში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.