ასფალტის ახალი საფარი უკვე დაიგო მე – 7 და მე -12 ქუჩებზე, ასევე მოეწყო მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები. პროექტის ფარგლებში, ასევე მიმდინარეობს მე-2 და მე-4 ქუჩების რეაბილიტაცია, სადაც დაიგება ასფალტის ახალი საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხები.
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში 800 000 ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს “ვეკო” 2017 ასრულებს.