Home რეგიონი გურჯაანი სოფელ შაშიანში, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ შაშიანში, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ შაშიანში, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტის მიხედვით, სოფელ შაშიანში მე-2, მე-4, მე-7, მე-12 გზის და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 798 000 ლარით ფინანსდება.