Home დღის ამბები სოფელ შალაურში მოსახლეობა გასხვისებული საძოვრის დაბრუნებას ითხოვს

სოფელ შალაურში მოსახლეობა გასხვისებული საძოვრის დაბრუნებას ითხოვს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში ადგილობრივები, გასხვისებული საძოვრის უკან დაბრუნებას ითხოვენ.

მოსახლეობამ საპროტესტო აქცია იმ ადგილას გამართა, სადაც გასხვისებულ მიწაზე, კერძო პირი საცხოვრებელ სახლს აშენებს.

როფირც აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ განაცხადა- კანონის გვერდის ავლით, 6000 კვ.მ მიწის ფართობია მითვისებული.

“ამ ადგილს სოფელი იყენებდა საძოვრებად და ამავდროულად, დასასვენებლად. არ ვიცით, რა გზით, საძოვრებად გამოყენებული მიწები დარეგისტრირდა კერძო პირებზე, როგორც სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების და შემდეგ გაიყიდა სხვა პირზე. ჩვენ ვიყავით თავის დროზე გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან, რომელიც დაგვპირდა, რომ ამ ადგილებში მშენებლობის ნებართვა არ გაიცემოდა, თუმცა ახლა, მარტის თვეში, თელავის მერიამ ეს ნებართვა გასცა”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ადგილობრივები თვლიან, რომ მიწების მითვისება თაღლითურად მოხდა და მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში აქციის გაგრძელებას გეგმავენ.

კერძო პირი, რომელიც საძოვრების ადგილას საცხოვრებელ სახლს აშენებს, აცხადებს, რომ მიწა საჯარო რეესტრში აქვს დარეგისტრირებული.