Home დღის ამბები სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მომხდარი მკვლელობა გახსნეს. მკვლელობაში ბრალდებული ფ.მ. სამართალდამცველებმა უკვე დაკავეს.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, სოფელ ყარაჯალის ცენტრში თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლამდე მამაკაცი მოკლა.

ადგილობრივები მომხდარს წარსულში მხარებს შორის ინციდენტს უკავშირებენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.