ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, შიდა საუბნო გზის მოასფალტების სამუშაოები- მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა მოინახულა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში 1006 გრძივ მეტრზე ორ ფენიანი ასფალტო ბეტონის საფარი მოეწყობა.
ცნობისთვის- პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებულია და მისი ღირებულება ჯამში- 515 000 ლარს შეადგენს.