თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში სამელიორაციო არხები მოეწყობა და შედეგად სარწყავი წყლის პრობლემა მოგვარდება.
პროექტის განსახორციელებლად თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, 350 მეტრი სიგრძის მეორადი ლითონის მილების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას.
წარმომადგენლობითი ორგანოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების მიზეზი პროექტის დროულად განხორციელებაა.
წლებია, რაც სოფელ ფშაველში მოსახლეობას სარწყავი წლის პრობლემა აწუხებს.