სოფელ ფშაველში მცხოვრებ მოსიაშვილების მრავალშვილიან ოჯახს თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ სასურსათო პაკეტი გადასცა.
მოსიაშვილებს 2-დან 25 წლამდე ასაკის ხუთი შვილი ჰყავთ. ამ ეტაპზე, ოჯახი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის რამდენიმე პროგრამით სარგებლობს. მათ შორის, კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების მხარდჭერის ქვეპროგრამით, რომელიც ითვალისწინებს პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფას. ასევე, 0-1 წლამდე ასაკის ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით დაფინანსების, სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული დახმარების ღონისძიებების, ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების,
ზამთრის სეზონზე ოჯახების სათბობით უზრუნველსაყოფის დაფინანსების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შშმ ბავშვებისათვის ჰიგიენური და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალების დაფინანსების ქვეპროგრამებით.