საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში, ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარედ, გარეჯობის სახალხო დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნა.
გარეჯობას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრი, დავით სონღულაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
გიორგი ალადაშვილმა სახალხო დღესასწაულზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და გარეჯობა მიულოცა.
დღესასწაულზე მოსულ სტუმრებს დახვდათ თემატური,
საგამოფენო, საბავშვო-გასართობი და სახელოვნებო სივრცეები, ასევე გაიმართა ცხენოსანთა დოღი, ჩატარდა ტრადიციული ქართული კერძების მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია.
ცნობისთვის, გარეჯის სახალხო დღესასწაული დავით გარეჯის დიდ სამონასტრო კომპლექსთან XX საუკუნის 70-იანი წლებიდან იმართება. 1988 წლის შემდეგ, ეს დღესასწაული მხოლოდ ერთხელ, 1997 წელს მცირე მასშტაბით აღინიშნა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით აღნიშნული დღესასწაული 2018 წლის 21 მაისს იქნა აღდგენილი, როგორც მუნიციპალიტეტის სახალხო დღესასწაული.