საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა – რეაბილიტაცია კახეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში 400 მოსწავლეზე გათვლილი, საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი მუნიციპალიტეტის მერ, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ პაპიაშვილთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
პროექტის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთი, ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის შენობა შეემატება კახეთის რეგიონს.
პროექტს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მისი ჯამური ღირებულება 4 376 929’49 ლარს შეადგენს.